Home თავის მოვლა

წარბები სახის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, მისი ფორმის შეცვლა კი საკმაოდ სარისკოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცი ეს როგორ უნდა გააკეთო. მასზე დიდწილადაა დამოკიდებული სახის გამომეტყველება და ვიზუალური ეფექტი. თუ მიიღე გადაწყვეტილება და აპირებ წარბების ფორმის კორექტირებას, გაითვალისწინე ჩვენ მიერ მოწოდებული რჩევები, რომლებიც სწორი ფორმის შერჩევაში დაგეხმარება და ბევრ უხერხულობას აგარიდებს, რადგან შეცდომის შემთხვევაში წარბების პირვანდელი ფორმის დაბრუნებამდე საშუალოდ 6 კვირა მოგიწევს მოცდა.

წარბების ფორმას მისი პირვანდელი კონტურიც გიკარნახებს, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი:

სწორხაზოვანი ფორმა

სწორხაზოვანი ფორმის წარბები სახეს ვიზუალურად უფრო ფართოს აჩენს.

სწორხაზოვანი წარბები

მომრგვალებული ფორმა

თუ თვალები ერთმანეთთან ახლოსაა, სასურველია წარბები მეტად იყოს ერთმანეთისაგან დაშორებული და პირიქით. წარბების მომრგვალებული ფორმა სახეს ვიზუალურად უფრო ვიწროს ხდის, ამასთანავე უფრო კეთილ გამომეტყველებას სძენს მას, მაგრამ ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა – ზედმეტი მომრგვალება გაოცებულ გამომეტყველებას ქმნის.

სახის ფორმის მიხედვით

თუ ფორმის შერჩევა დამოუკიდებლად მაინც გიჭირს, პროფესიონალების რჩევაა მათი სახის ოვალის მიხედვით შერჩევა. სახის ძირითადი ფორმებია: მრგვალი, ოვალური, სამკუთხა და ოთხკუთხა.

ფართო, მრგვალი სახის მქონე ადამიანებს კუთხოვანი წარბები უხდებათ, რადგან მომრგვალებული წარბები მათ სახეს კიდევ უფრო მრგვალს ხდის ვიზუალურად, თუმცა გადაჭარბება არ ღირს, პიეროსავით წარბები სასაცილო გამომეტყველებას სძენს სახეს.

ამ ფორმის წარბები თუ ბუნებრივად არ გაქვს, ნუ ეცდები მის “შექმნას”

ოვალურ სახეს ოდნავ აწეული, შედარებით სწორი წარბები უხდება იმიტომ, რომ მომრგვალებული და კუთხოვანი წარბები სახეს კიდევ უფრო აგრძელებს.

სამკუთხა ან გულის ფორმის სახეს გრძელი წარბები არ უხდება, სასურველია ისინი ოდნავ მოხრილი იყოს და არავითარ შემთხვევაში სწორხაზოვანი. ფართოყვრიმალებიან სახეს ცისარტყელასავით მომრგვალებული ფორმა უხდება.

წარბების იდეალური ფორმისათვის მიღებულია წარმოსახვითი წრფეების გავლება ცხვირის ნესტოდან თვალის შიდა და გარე კუთხეებზე, ასევე გუგაზე. წარბის შიგნითა კიდე უნდა მდებარეობდეს ცხვირის ნესტოდან თვალის შიგნითა კუთხეზე გავლებულ წრფეზე, ყველაზე მაღალი ნაწილი – გუგაზე გამავალ წრფეზე, ხოლო დაბოლოება – გარეთა კუთხის წრფეზე.

თუ უკვე გადაწყვიტე როგორი ფორმა გინდა, პინცეტის ხელში აღებას ნუ იჩქარებ, კიდევ რამდენიმე ძირითად წესს უნდა გაეცნო:

  1. წარბები ერთმანეთისაგან მინიმუმ ორი თითისდადება მანძილით უნდა იყოს დაშორებული;
  2. თმის ღერი უნდა ამოიღო მისი ზრდის მიმართულებით, წარბის ქვედა კიდიდან მხოლოდ(!) წარბის ზედა კიდისათვის ხელის ხლებას კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ, რადგან აქ თმის მსხვილი და ინტენსიურად შეფერილი ბოლქვებია და თმის ამოღების შემდეგ, ისინი ცუდად აჩნდებიან სახეს;
  3. წარბის ყველაზე მაღალ წერტილამდე მისი სისქე თითქმის უცვლელი უნდა იყოს, შემდეგ კი თანდათან უნდა დააწვრილო;
  4. ორივე წარბის შიგნითა (ცხვირისკენა) დაბოლოება აუცილებლად ერთ ხაზზე უნდა მდებარეობდეს;
  5. წარბის გარეთა (საფეთქლისკენა) დაბოლოება არ უნდა იყოს შიგნითაზე დაბლა;
  6. წარბი არ უნდა იყოს: ძალიან „გრძელი“ ან ზედმეტად „მოკლე“, ძალიან ხშირი, ზედმეტად ფართო ან ვიწრო; ისინი არ უნდა ერთდებოდნენ.
  7.  წარბი სათვალის ზედა კიდეზე არც ძალიან ზემოთ უნდა იყოს და არც სათვალეში უნდა იმალებოდეს.

ახლა კი შეგიძლია უშუალოდ საქმეზე გადახვიდე. პირველ რიგში უნდა გამოყო ის ნაწილი, რაც არსებული ფორმიდან უნდა დარჩეს, ამოსაღები ნაწილი შეგიძლია ფანქრით გააფერადო, თუნდაც წარმოსახვაში. თუ მაინც ვერ რისკავ, შეგიძლია ამ საქმის პროფესიონალს ანდო შენი წარბები, თუმცა იდეალური წარბების გარანტია არც ამ შემთხვევაში გაქვს.

ცნობილი ადამიანების წარბები:

28 კომენტარი to this post
  1. დღემდე ჩემი დაქალი მეხმარება წარბების კორექტირებაში :) ჩემით რაღაც კატასტროფა გამომდის

  2. კარგა ხანს იყო ჩემი პრობლემა, რა ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია, ჯერ ჩემით და მერე სხვადასხვა კოსმეტოლოგის დახმარებით. ახლა ვუმკლავდები, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც პროფესიონალთან მიწევს მისვლა.

  3. ია ფარულავას რომ გააკეთა ადრე წარბის ფორმები, მაგის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?

    • “ფართო, მრგვალი სახის მქონე ადამიანებს კუთხოვანი წარბები უხდებათ, რადგან მომრგვალებული წარბები მათ სახეს კიდევ უფრო მრგვალს ხდის ვიზუალურად, თუმცა გადაჭარბება არ ღირს, პიეროსავით წარბები სასაცილო გამომეტყველებას სძენს სახეს.”

  4. ჩოლკას ვიჭრი ამის გულისთვის რომ გავიზარდო, არა და ჭირივით მეძარება ჩოლკა

  5. “თუ უკვე გადაწყვიტე როგორი ფორმა გინდა, პინცეტის ხელში აღებას ნუ იჩქარებ, კიდევ რამდენიმე ძირითად წესს უნდა გაეცნო” <<
    სულსწრაფი ვარ… კიდევ კარგი დროულად დავინახე სტატიის ეს მონაკვეთი :3 :D :D
    კარგი რჩევებია, მომეწონა… გმადლობთ… ^_^ <3

  6. როგორ შეიძლება წარბის ზრდა დავაჩქარო??? კოსმეტოლოგმა საშნელბა დამმართა

  7. abusalati nis zeti shvelis warbis gazrdas game waisvi sawinaagmdego mimartulebit da daitove mteli gamis ganmavlobashi me mshvelis dzalian ^_^ aftiaqshi ikitxe orlaramde girs da ukrainuli iyos sasurvelia ,nacadi xerxia kosmetologma mirchia da sakutar tavze maqvs gamocdili

  8. ნინო აბუსალათინის ზეთი წაისვი დილით და საღამოს,ოღონდ სახის სხვა ნაწილში არ წაგესვას.ძაან აჩქარებს თმის ზრდას ზოგადად

  9. […] წარბების გასახშირებლად ეფექტურია აბუსალათინის ან ნუშის ზეთის გამოყენება. წარბებზე ზეთი ღამით, ძილის წინ უნდა წაისვა, დილით კი ლოსიონით ჩამოიწმინდო, რადგან ზეთი წყლით ადვილად არ შორდება. ასევე კარგია წარბების დავარცხნა მცირე ზომის ჯაგრისით დღეში რამდენჯერმე: ეს აძლიერებს სისხლის მიწოდებას და ასტიმულირებს ახალი თმის ღერების ზრდას. […]

შენ რას იტყვი?